18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია - კელი დეგნანი

"რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია,"- ეს განცხადება ამერიკის  შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.

კელი დეგნანის თქმით, რუსეთის მოქმედებები მიუღებელია და მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ელჩის განცხადებით, შტატებისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის.

"ნება მომეცით, გავიმეორო ჩვენი მყარი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს არის ის, რაც კვლავაც უცვლელია. რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი.

ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მისი უნარი დაიცვას თავისი საზღვრები და თანამშრომლობა საზღვაო სივრცესთან დაკავშირებული ინფორმირებულობის საკითხზე და რაც ახსენა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამას აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის. რაც მისთვის სრულიად გასაგებია. არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები