ოკუპანტების მიერ გორის რაიონის სოფელი აძვიდან გატაცებულ ელდარ გუნდიშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნება. სისხლჩაქცევა და დაჟეჟილობა მას ფერდისა და მუცლის მარჯვენა მხარეს აქვს.
დაზარალებული კვლავ აცხადებს, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ვერ იხსენებს, როდის მიიღო სხეულის დაჟეჟილობა. ამბობს, რომ დაკავების დროს ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც წაიქცა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ ელდარ გუნდიშვილი ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის სამედიცინო დახმარება გუნდიშვილს არ სჭირდება.
ელდარ გუნდიშვილი პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გუშინ განმეორებითი დაკითხეს და აღმოჩენილი დაზიანებების გამო სხეულის ექსპერტიზაც ჩაუტარეს.
გუნდიშვილი გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრია. ის ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს 27 თებერვალს და 24 საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.