ფონდ "საქართველოს მეგობრების" და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლობით თბილისის 20 სხვადასხვა უბანზე მიუსაფარი ცხოველებისთვის 20 თავშესაფარი დაიდგმება.
თავშესაფარზე პასუხისმგებლობას ის აღრიცხული ზოოაქტივისტები აიღებენ, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს რეგულარულად უვლიან. ფონდის წარმომადგენლები თავშესაფრების უსაფრთხოებას ინტენსიურ მონიტორინგს გაუწევენ.
ეს პროექტის საწყისი ეტაპია, მზადდება კიდევ 100 ახალი სახლი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში განაწილდება.