18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
საავადმყოფოებს გადაუდებელი სიტუაციებისთვის მზადყოფნა დაევალათ - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის მოსალოდნელ მატებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საავადმყოფოებს გადაუდებელი სიტუაციებისთვის მზადყოფნა ევალებათ, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ამის მონიტორინგს ახორციელებს.

გამყრელიძის თქმით, ინფექციის უფრო მეტად გავრცელება გარდაუვალია, თუმცა მიზანი გავრცელების ტემპის მართვა უნდა იყოს.

"დასამალი არ არის, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. მთავარია, არ მოიმატოს იმ ტემპით, რომელიც ჩვენ სცენარებში გვიწერია და გვაქვს ჩვენ ეს 3 სამუშაო სცენარი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ საზღვარი, ადამიანებმა, ვინც არიან თვითიზოლაციაში, ან შემოდიან, უნდა დაიცვან ის წესები, რომ ფართო გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ. მეორე მხრივ, თითოეულ საავადმყოფოს მზადყოფნა აქვს და ევალება სალიცენზიო პირობებით, რომ უნდა ჰქონდეთ თავიანთი, ე.წ. გადაუდებელ სიტუაციებზე მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების მიხედვით უნდა იყოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ეპიდემია დაიწყო მთელს მსოფლიოში, მე ვიცი, რომ წამყვანი საავადმყოფოები ამისთვის ემზადებოდნენ და, დარწმუნებული ვარ, მათ უნდა ჰქონდეთ ეს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო, ვიცი, რომ ამის მონოტორინგს აწარმოებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები