18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის ვერ ხედავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით,  რამდენიმე სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკვე, მაგრამ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ის რონისძიებები გაატარეს, რაც ჩვენ უკვე განვახორციელეთ. 

„ ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში, ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და ამის გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები