ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკაში 5 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს. უარყოფითი პასუხის მიუხედავად ისინი ჯერ ისევ კლინიკაში რჩებიან.
რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით წუხელ 6 პაციენტი შეიყვანეს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს დღეს აუღებენ.
3 პაციენტი ქუთაისის ინფექციურში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ნაწილი თვითდინებით შევიდა. ამ დროისთვის კლინიკაში 16 პაციენტი რჩება, რომელთაგანაც 11-ს ვირუსი არ დაუდასტურდა.