სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითოზოლაციაში 95 ადამიანია, რომელთაგან ყველაზე მეტი -20 ზუგდიდშია, ყველაზე ნაკლები - 1 მესტიაში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, თითოეული მათგანი უცხოეთიდან არის ჩამოსული და ვირუსის სიმპტომები არცერთს არ აქვს.
"6 ადამიანი პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანეს სავალდებულო კარანტინში. სხვებს რაც შეეხება, წალენჯიხაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამართალდამცავებმა ერთი პირი, რომელიც საფრანგეთიდან იყო ჩამოსული, იძულებით კარანტინში მოათავსეს," - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჯერჯერობით, ასეთი ზონა არ ფუნქციონირებს.