18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების შესრულებაზე 1200 კვების ობიექტი უკვე გადაამოწმა 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვების მონიტორინგის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1200 ბიზნესოპერატორი გადაამოწმა - ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

სეს-ის უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, ბიზნესოპერატორთა უმრავლესობა სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

"მნიშვნელოვანია საზოგადოებამ - ბიზნესსექტორმა და მომხმარებელმა, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც სურსათის მიწოდებისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს. სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

დღის ამბები