18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
ხდება ეკლესიების რადიოფიცირება და მრევლს საშუალება ეძლევა ეკლესიის გარეთაც ისმინოს მსახურება - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის, განმარტება მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) გააკეთა. 

"ჩვენ საჯაროდ ეკლესიის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები მოვისმინეთ და მსგავსი იყო შეხვედრისას მათგან მიღებული რეკომენდაციებიც. ამის გათვალისწინებით, ჩვენ არცერთი მათგანის ნათქვამს არ გადავდივართ. გუშინ შევხვდით ბატონ ამირან გამყრელიძეს.

ხდება ეკლესიების რადიოიფიცირება და მრევლს საშუალება ეძლევა, როგორც ეკლესიის გარეთ, ასევე შიგნით იდგეს და ისმინოს მსახურება," - განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე).

დღის ამბები