11 სექტემბერი 2026,   19:35
ვრცლად
მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. ჯერჯერობით მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა.

დაშავებული ბიჭი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ექიმებმა "კურიერს" უთხრეს, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. შსს ამ წუთებში მომხდარის დეტალებს არკვევს.

როგორც "რუსთავი 2"- ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუთვალისწინებლობით მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. 

დღის ამბები