ბაკურიანის სამ სასტუმროში საკარანტინო პერიოდს 268 პირი გადის. ისინი ძირითადად საქართველოს სხვადასხვა საბაჟოებიდან და აეროპორტიდან შემოსული მოქალაქეები არიან.
როგორც ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, ვითარება სამივე სასტუმროში, ჯანდაცვის რეკომენდაციის მიხედვით დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, ბორჯომში ასეთი 34 პირია.