ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკაში 6 პაციენტის პასუხი მიიღეს.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, კლინიკაში გუშინ შვიდი პაციენტი შევიდა, მათგან 6 პასუხია ცნობილი. ერთი პაციენტის ანალიზებს კვლევა უტარდება.
ექიმის ინფორმაციით, წუხელ კლინიკაში ვირუსის სიმპტომით 2 პაციენტი შევიდა. ისინი კლინიკაში კარანტინიდან შეიყვანეს, მათ მაღალი ტემპერატურა აქვთ და ანალიზებს დღეს აუღებენ.