11 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ზედამხედველობის ქვეშ 87 პირია

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ზედამხედველობის ქვეშ 87 პირია, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მათგან 9 მარნეულის მცხოვრებია და ეს მოქალაქეები ოზურგეთიდან გადმოიყვანეს.

"კარანტინში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის, არც მარნეულში მცხოვრებლებს, ინფექციის ნიშნები არ აქვთ. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალთან, თუმცა არიან რისკზონიდან. რაც შეეხება საავადმყოფოებს, რეგიონში მხოლოდ ფოთში იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მისი მკურნალობაც შესაბამისად გაგრძელდება," - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

გარდა ანაკლიისა, მესტიის საკარანტინო ზონაში ორი ტურისტი რჩება. ამ ეტაპზე სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში 160-მდე პირის კარანტინში მოთავსებაა შესაძლებელი, ზუგდიდისა და ფოთის საავადმყოფოებში კი, პაციენტების მისაღებად 40-მდე საწოლია მზად. თვითზოლაციაში 358 ადამიანია, 27 კი კარანტინშია გადაყვანილი.

დღის ამბები