11 სექტემბერი 2026,   19:39
ვრცლად
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების მოლოდინი კახეთში - საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალს" საკარანტინო სივრცედ ამზადებენ

საგარეჯოში კლინიკა "ჯეოჰოსპიტალს" საკარანტინო სივრცისთვის ამზადებენ. იმ პაციენტების ნაწილს კი, რომლებიც აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის სხვადასხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ თბილისისა და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კლინიკის ქირურგიული სივრცე ბოქსირებულ განყოფილებად გადაკეთდა, შეიტანეს ყველა აუცილებელი ინვენტარიც. საგარეჯოსთან ერთად, საკარანტინო ზონად შესაძლოა თელავის რეფერალური საავადმყოფოც გამოცხადდეს.

ამ დროის მონაცემებით, კახეთში დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე 7 საკარანტინო სივრცეში 401 მოქალაქეა მოთავსებული.

დღის ამბები