საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კიდევ სამზე პირველადი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა და ექიმები უახლოეს პერიოდში მათ კლინიკებიდან გაწერას ვარაუდობენ.
კარანდინში 4055 ადამიანი რჩება.