ეროვნული სასახლის ბაზაზე არსებულმა თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მირიან ხუხუნაიშვილი, #დარჩისახლში - აქციის ფარგლებში სოციალური დისტანცირების მხარდასაჭერად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალიდან ცნობილი "ოდა სიხარულს" ჩაწერა.
პროექტში მონაწილეობენ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის წევრები და ორკესტრის მენეჯერი მიხეილ მდინარაძე.