კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. მათ შორის, გამოჯანმრთელებული 14 პაციენტია.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4641 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 მოქალაქე რჩება.