18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
გორის ჰოსპიტალში მოთავსებული 10 პირის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

10 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათ შორის არის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირების ნიმუშები.

ამ დროისთვის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში COVID-19-ით ინფიცირებული ცხრა პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით რთულად მიიჩნევენ ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი 65 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობას.

დღის ამბები