18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს მარნეულიდან 2 ქალი შეიყვანეს - ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს მარნეულიდან 2 ქალი შეიყვანეს, მათ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვთ. 

როგორც ექიმები აცხადებენ, მათ კორონავირუსი სწრაფი ტესტის მეშვეობით დაუდგინდათ. ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა დღეებში შეყვანილი პაციენტების მდგომარეობა:

"ერთი არის უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში.

რაც შეეხება ძველ პაციენტებს მათი მდგომარეობა სტაბილურია, მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც თქვენ კარგად იცით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში, ჯერ არ მოგვიხსნია. 80 წლის ქალბატონი, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც უკეთესობისკენ გავამარტივეთ. ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იქ პრობლემა არ გვაქვს," - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

დღის ამბები