თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 1საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა მანქანის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სახანძარო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები , ასევე სამართალდაცავები. საქმეზე დაიწყო გამოძიება.