18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაცია - შინაური ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ

საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის წარმომადგენელები, შინაური ცხოველებზე კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას ეხმაურებიან. მათი თქმით, მსოფლიოში ცხოველისთვის დაავადების აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოს წვრილ ცხოველთა ასოციაციის დირექტორი მარიამ ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ კატები და ძაღლები საშიშები არ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"დღევანდელი შეკრების მიზანია "კოვიდ 19" და გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, რომ კატებიდან და ძაღლებიდან შეიძლება ვრცელდებოდეს დაავადება. ამას არ ადასტურებს მსოფლიო ვეტერინართა ასოციაცია, შესაბამისად, გადადების საფრთხის შიში არ არის საფუძვლიანი,"- განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

ბიოლოგი ლევან ბუთხუზი კი აღნიშნავს, რომ დადასტურებული ინფორმაცია ცხოველიდან ადამიანზე ან, პირიქით, ვირუსის გავრცელების არ არსებობს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ველურ ცხოველებზე გადადის ვირუსი. დადასტურებული ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ვეფხვზე ინფორმაცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღევანდელი მდგომარეობით ამბობს, რომ შინაურ ცხოველებზე ვირუსის გადადების არც ერთი შემთხვევა არ არსებობს,"- განაცხადა ლევან ბუთხუზმა.

დღის ამბები