20 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირში მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში მავთულხლართები გაავლეს

კორონავირუსის გლობალური საფრთხის ფონზე საოკუპაციო რეჟიმი ახალ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს. ქარელის რაიონში რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამჯერად სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ გამოჩნდნენ. 

საუბარია 20 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, თუმცა ეს უბრალოდ მიწა ან ნაკვეთები არ არის. აქ ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ. ტერიტორიის ნაწილი მოხნული იყო, ნაწილში კი უკვე ნარგავებია დათესილი. ასევე საოკუპაციო ხაზსა და მავთულხლართებს მიღმა ადგილობრივების ვაშლისა და ატმის ბაღები რჩება. ეს მათთვის არის ფაქტობრივად შემოსავლის ერთადერთი წყარო, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ტახტისძირელები ამბობენ, რომ პროცესებს შორიდან უყურებენ და ცხადია ვერავინ ვერ ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის წინ ისინი რუსმა ოკუპანტებმა პირდაპირ საკუთარი ნაკვეთებიდან გამოაგდეს და უთხრეს, რომ ეს მიწები მათი აღარ არის.

"ჩვენი მიწებია და რაზე გადმოწიეს არ ვიცი. 50 მეასედი ვაშლის ბაღი მაქვს იქ. ატამი იქ მქონდა და ვაშლი იქ მქონდა. ეს ნაკვეთი რომ წამართვან, რა მეშველება მე არ ვიცი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი რევაზ ციცქიშვილი.

დღის ამბები