გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს. ცდების საწყის ეტაპზე, 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელ ადამიანს მიეცემა წამლის განსხვავებული დოზები, ტესტირების მეორე ფაზის დროს კი აქცენტი მაღალი რისკის მქონე პირებზე გაკეთდება.
პოტენციურ ვაქცინას "ბიენთი 162" ეწოდა. საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ "ბიენთი 162-ის" შემოწმება იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ოთხი კლინიკურ ეტაპზეა.