18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
არის თუ არა უსაფრთხო სუფთა ჰაერზე სეირნობა - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი, არის თუ არა უსაფრთხო, სუფთა ჰაერზე სეირნობა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გარეთ გასვლას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისგან დისტანცირებულები ვიყოთ. 

"გაჩნდა რაღაც ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა მაინცდამაინც უსაფრთხო არ არის. განსაკუთრებით თუ დარბიან, ან ველოსპედით გადაადგილდებოდნენ. მოსაზრებებია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა არ არის უსაფრთხო და კარგია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამის დასტური არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს - გარეთაც და შიგნითაც, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. გასეირნების გარეშე ადამიანები ვერ გაძლებენ, უნდა ისერნოთ გარეთ, მაგრამ თქვენ და თქვენი შვილები უნდა იყოთ სხვებისგან დისტანცირებულები. არ არის აუცილებელი ჯგუფებად ისერნოთ გარეთ ყოფნის დროს,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა

დღის ამბები