25 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათგან 11 სამედიცინო პერსონალია. კლინიკაში ამ დროისთვის 67 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსის დადასტურებული 47 შემთხვევაა.
მედიკოსების თქმით, ორის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მართვით სუნთქვაზე გადაყვანას არ საჭიროებენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 6 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.
"67 პაციენტია ჩვენთან. აქედან არის 47 კოვიდინფიცირებული. მათი მდგომარეობა ძირითადად ყველასი დამაკმაყოფილებელია. 2 პაციენტი უკვე გავწერეთ გაჯანსაღებული. ველოდებით კიდევ 6 პაციენტის რეგისტირებას. მათი პასუხებიც როცა იქნება და თუ კიდევ უარყოფითი აღმოჩნდა მერე გამოვუშვებთ 6 პაციენტს კიდევ," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.