სამეგრელოში დღეს 16 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მათ შორის 8 სენაკის კლინიკა "არქიმედეს" სამედიცინო პერსონალია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას განცხადებით, ანალიზის გადაგზავნა ექიმების გეგმიური შემოწმების შედეგად მოხდა.
რამდენიმე დღეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა კლინიკის მედიკოსთა ტესტირება ეტაპობრივად დაიწყება.