"ლელო" ხელისუფლებას მოუწოდებს, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში თვითდასაქმებულთა ყველა ჯგუფი გაითვალისწინოს.
"ლელო საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე ინფორმაციით, რეგიონიდან არაფორმალურად ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული თურქეთის ტერიტორიაზე. საზღვარი 45 დღეა ჩაკეტილია, იქ მომუშავეთა ოჯახები კი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
"ლელოში" ამბობენ, რომ ეს ადამიანები ყოველდღიურად გადადიოდნენ საზღვარს იქეთ და ასე გამოიმუშავებდნენ საარსებო მინიმუმს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი ხელისუფლებამ ეს პირები გარანტიების გარეშე დატოვა.