38-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა თეთრიწყაროში. 16 ახალი შემთხვევა სამედიცინო კლასტერიდანაა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა უკვე შეისწავლეს კონტაქტები და გაირკვა, რომ ინფიცირებულებს 200-მდე პირთან ჰქონდათ შეხება, ყველა მათგანი დღეს საკარანტინე ზონაში გადავა.
"თეთრიწყაროდან 170 საკვლევი მასალა იყო ლაბორატორიაში და დაგვიბრუნდა 16 ადამიანზე დადებითი პასუხი. ჯამურად, გავრცელება თეთრიწყაროში ამ ეტაპზე შეადგენს 38 ფაქტს.
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოგეხსენებათ, იყვნენ მაღალი რისკ-ჯგუფი და მათთან საბედნიეროდ ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად ყველა ცნობილი კლასტერია, არაფერი მანდ უცხო არ არის. ზოგადად, კონტაქტებიდან დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, მათგან, 100-ზე მეტია პირველადი მჭიდრო კომუნიკაციის და ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
თეთრწყაროში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მეხუთე დღეა მოქმედებს.