01 მაისი 2024,   15:44
ვრცლად
20 დღიანი პაუზის შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

20 დღიანი პაუზის შემდეგ, კიმ ჩენ ინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გარდაიცვალა, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

BBC -ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის გამოჩენის შესახებ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია საუბრობს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ნარჩენების გადამუშავების ქარხნის საზეიმო გახსნაზე ლენტი გადაჭრა. მის გამოჩენას ქარხანაში მყოფი ადამიანები შეძახილებით შეხვდნენ.

აქამდე კიმ ჩენ ინის ოფიციალურად დადასტურებული საჯარო გამოჩენა 11 აპრილით თარიღდებოდა. 15 აპრილს იგი არ დაესწრო ბაბუამისის, კიმ ირ სენის იუბილის აღსანიშნავ ცერემონიას, რამაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ცნობებთან ერთად გააჩინა ეჭვი, რომ ის გარდაიცვალა.

დღის ამბები