16 მაისი 2024,   00:21
ვრცლად
ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსებმა ძალადობაში გადაზარდეს - შალვა პაპუაშვილი

თითქმის 3 საათია, პარლამენტში გამჭვირვალობის კანონს განიხილავენ - პლენარული სხდომა, პერიოდულად, დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ახლა სიმშვიდეა, მაგრამ მანამდე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის იყო რამდენიმე დაპირისპირება, ისმოდა მწვავე ბრალდებები და შეძახილები. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დეპუტატს დარბაზი დაატოვებინა.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსებმა ძალადობაში გადაზარდეს. თქვენი ეს რეაქციები აჩვენებს, რომ არ შეგიძლიათ ადეკვატური რეაგირება არაფერზე.

განხილვის პროცესში, გთხოვთ, იყოთ კონსტრუქციული. გუშინ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო მანდატურების მიმართ მუქარა, რომ რაღაც სპრეის მოგასხამთ და ა.შ. ამიტომ ყველა იყავით კორექტული რეგლამენტის მიხედვით. ნუ ყვირით. გვაქვს რეგლამენტი, რეგლამენტს მივყვებით, ადგილიდან ყვირილი არ იყოს, მოგცემთ გაფრთხილებას, არ დაემორჩილებით წესებს - დაგატოვებინებთ დარბაზს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები