06 მაისი 2024,   16:28
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინაზე მუშაობენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ აქტუალურია საკითხი - სად მივყავართ COVID-19-ის პირველ წყაროს.

ამერიკული სადაზვერვო სამსახურების უმეტესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News სპეცსამსახურების ერთ-ერთ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშულებაში ასევე აცხადებენ, რომ დანარჩენი სადაზვერვო სამსახურები ამ ვერსიას ვერ ეთანხმდებიან, ვინაიდან ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ჯერ არავის მოუპოვებია.

კიდევ ერთი თემა, რაც ასევე აქტუალურია - ვაქცინაა. "ენ ბი სი"-ს ცნობით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინაზე მუშაობენ, ტელეარხის ცნობით, 14 ყველაზე იმედისმომცემი პროექტი 90-ზე მეტი ვარიანტიდან შეირჩა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვაქცინების შემოწმება გაგრძელდება, რის შემდეგაც მათი რიცხვი 6-მდე უნდა შემცირდეს.

თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ სულ მცირე ერთი ვაქცინა გამოყენებისთვის მზად 2021 წლის იანვრისთვის უკვე იქნება.

დღის ამბები