08 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
ბათუმის საკრებულოსთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამუშაო იარაღები და სხვადასხვა ხელსაწყოები მიიტანა

ბათუმის საკრებულოსთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამუშაო იარაღები და სხვადასხვა ხელსაწყოები მიიტანა.

"ნაციოონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, ამ კონკრეტული ხელსაწყოების უკან სხვადასხვა პროფესიის ათასობით ადამიანი დგას, რომლებიც დღეს შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

მირდატ ქამადაძე მოითხოვს საკრებულოში ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვა მოხდება.

ბათუმის საკრებულოში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. პრესსამსახურში განმარტეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს ამის თაობაზე წერილობით მიმართა და ოპოზიციას ვადების დაცვით წერილობითვე გასცემენ პასუხს.

 

დღის ამბები