18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ოჯახური ძალადობა რუსთავში - 60 წლამდე ქალი საკუთარმა შვილმა სცემა

ოჯახური ძალადობა რუსთავში - 60 წლამდე ქალი საკუთარმა შვილმა სცემა. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები აქვს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა. მისი შვილი კი პოლიციამ დააკავა და სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაზარალებული ქალის მეზობლების განცხადებით, კამათის შემთხვევები ოჯახში ხშირი იყო. მეზობლების თქმითვე, დედა-შვილი რუსთავში ქირით მარტო ცხოვრობს.

"კურიერი" დაზარალებულთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მან მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

დღის ამბები