18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
არსებობს კონკრეტული გეგმა, კვალიფიციური ექიმებისა და მედდების ანაზღაურება დადგინდეს - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მე-15 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დიდ ქალაქებში პოლიკლინიკების ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ პოლიკლინიკების მისამართით, ბენეფიციარების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ჩნდებოდა ეჭვი მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ტიკარაძის თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი და სახელმწიფო ვალდებული იყო, ეს დადგენილება მიეღო. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დახურული პოლიკლინიკების ექიმები, ისევე, როგორც ბენეფიციარები, იმ პოლიკლინიკებში გადანაწილდებიან, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ.

ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალის ხელფასების მცირე რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები იგეგმება. 

"არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ასახავს როგორც ფინანსური, ასევე ხარისხობრივი დამატებითი ღონისძიებების გატარებას იმისათვის, რომ საქართველოში დადგინდეს კვალიფიციური ექიმის და ექთნის ანაზღაურების ოდენობა და შემდგომშიც დამკვიდრდეს ეს სხვადასხვა პროფილის ექიმებში,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები