08 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
ეკლესიის მტრების საუბედუროდ დღესასწაულების შემდეგ ეკლესიის კლასტერი არ არსებობს - მეუფე იაკობი

ბოდბის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მედიის საქმიანობა, ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი.

მეუფე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, ხოლო ექიმებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, ამასთან აღნიშნა, რომ ეკლესიის მტრების საუბედუროდ დღესასწაულების შემდეგ ეკლესიის კლასტერი არ არსებობს, რაც ღვთისგან მფარველობაზე მიუთითებს.

ეპარქიის მეთაურის ასევე მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების მიხედვით, 70 წლის ადმიანის გარეთ გასვლის აკრძალვა არ შეიძლება და ეს დანაშაულია, რადგან არავის აქვს თავისუფლად სიარულის აკრძალვის უფლება, ისევე როგორც არავის აქვს უფლება, რომ სამღვდელოებას მიუთითოს რამე ეკლესიურ წესებზე.

"როგორც კი დამთავრდა, აღდგომის იმაზე კლასტერი რომ ვერ მოუგონეს ეკლესიას ხო, თურმე ჩვენზე წუხდნენ რა ბატონები და ქალბატონები, რომ კლასტერი იქნებაო. ღმერთმა დაგვიფარა, საქართველო დაიფარა, ექიმებს პრაქტიკა ხო მისცა.

როდესაც იქნება წამალი, ჩვენი ექიმების კიდევ შეძლებენ მასე თავის დადებას თავისი ხალხისთვის.

რას ქვია 70 წლის კაცი ქუჩაში არ გამოვიდეს? რატომ არ უნდა გამოვიდეს, თავის ცხოვრებას ის განკარგავს და ვინ უშლის და რატომ უზღუდავთ მასე თავისუფლებას. ვის აქვს მაგის უფლება? არც პარლამენტს, არც მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებას და არც მე, არც ჟურნალისტებს და არავის არა აქვს მაგის უფლება ეს კარგად ვიცოდეთ. სახლებში ვკლავთ იმა ადამიანებს?" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები