18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც სასამართლო სისტემაში დგას - ნაზი ჯანეზაშვილი Freedom House-ის ანგარიშზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

"მე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც უამრავი სასწავლო პროგრამა ხორციელდება ქვეყანაში მოსამართლეებისთვის და მაინც პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბრობენ, ჩემი აზრით, ეს არის შემაშფოთებელი. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა, რომელიც მოხდა გასულ წელს, იყო პრობლემური. ეს დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც სასამართლო სისტემაში დგას.

ასევე რაც ჩემთვის იყო ნიშანდობლივი, აღნიშნულია  სამართლიანი სასამართლოს შესახებაც, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა და საუბარია, რომ რიგ შემთხვევებში ეს უფლება არ იყო სათანადოდ დაცული," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ორგანიზაცია Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა.  მასში საუბარია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ დემოკრატიული ფასადების რღვევაზე.

ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება "გარდამავალი ქვეყნებისა, თუ ჰიბრიდული რეჟიმების" კატეგორიაში. საქართველოს ქულა ამ კონკრეტულ კვლევაში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაუარესდა. მიზეზად ბოლო პერიოდში დაპატიმრებები და კამათის საგნად ქცეული რამდენიმე სასამართლო პროცესი სახელდება. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ შესაძლოა მართლმსაჯულება გამოიყენეონ პოლიტიკური ბრძოლისთვის. მაგალითად მოყვანილია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმე. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხაზარაძეს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის დარასების შესახებ განაცხადი გააკეთა.

კვლევაში ნახსენებია ოპოზიციის ბოიკოტიც საპარლამენტო ცხოვრებაზე და ამ მხრივ საქართველოსთან ერთად  მოყვანილია ალბანეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და სერბეთის მაგალითები.  გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვითარება გართულდა შეუსრულებელი დაპირების გამო, რომელიც ნაკლებ შაანსს აძლევდა მმართველ პარტიას საპარლამეტო არჩევნებში.

დღის ამბები