23 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
Microsoft-ის განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე საქართველო ონლაინ სწავლების ლიდერ ქვეყნად დასახელდა

Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს ვითარება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო. მოდერატორმა საქართველო, ფინეთთან ერთად, ლიდერ ქვეყნად დაასახელა.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ონლაინ სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით, ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

"დეტალურად ვისაუბრეთ ონლაინ სწავლებაზე, ასევე ტელესკოლის უნიკალურ პროექტზე და ჩვენმა ღონისძიებებმა ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა როგორც Microsoft-ის მხრიდან, ასევე განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო და ფინეთი არიან ლიდერი ქვეყნები დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები