30 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
გერმანიაში კორონავირუსის რეგულაციების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი კვლავ გრძელდება

გერმანიაში კორონავირუსის რეგულაციების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი კვლავ გრძელდება. ბერლინში გამართული აქცია პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია ათობით აქტივისტი. გერმანიის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში რეგულაციების სრულად მოხსნას მოითხოვს.

ცნობისთვის, აკრძალვების შემსუბუქება გერმანიამ გასულ კვირას დაიწყო, რასაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოჰყვა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, თუ COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, შესაძლოა შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

დღის ამბები