ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა. მესტიის მერის კახა ჟორჟოლინის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც ჟორჟოლიანმა "კურიერს" უთხრა, ამ წუთებში ცხედარი ნაპოვნია და მის ამოყვანას თანასოფლელები ცდილობენ. მისივე თქმით, მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის მთის მცენარის საკრეფად იყო წასული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.