შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით წალენჯიხის რაიონში აიყვანა. კრიმინალურ წრეებში მას "რეზიკო ჯვარსკის" სახელით იცნობდნენ.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, პირი სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა. ის წლების განმავლობაში არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.