მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლება საქართველოს მთავრობის #1 პრიორიტეტია და ხელისუფლების ამოცანაა რომ განათლების სისტემურ რეფორმას არაფერი დაემუქროს:
"საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლების განმავლობაში განათლება არის პრიორიტეტი #1 , სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ პანდემიის მიუხედავად, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო ორიენტირებული დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე.
ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად იმისთვის რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.