04 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზი უცნობია

ისრაელში ჩინეთის ელჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. BBC-ს ინფორმაციით, 57 წლის დუ ვეი თელ-ავივში ცხოვრობდა, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. 

დუ ვეი ელჩად თებერვალში დანიშნეს, მანამდე ის უკრაინაში იყო ჩინეთის დესპანი. ელჩი დაქორწინებული იყო, მას ცოლი და შვილი ჰყავდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ისრაელში არ იმყოფება. 

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა "როიტერსს" განუცხადა, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ადგილობრივმა ტელეკომპანიამ Channel 12 ექიმებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი ბუნებრივი მიზეზებით, ძილის დროს გარდაიცვალა.

BBC წერს, რომ დუ ვეი ისრაელში 15 თებერვალს ჩაფრინდა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

პარასკევს ისრაელში ჩინეთის საელჩომ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი პანდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მალავდა. პომპეოს საელჩომ Jerusalem Post-ის საშუალებით უპასუხა და სახელმწიფო მდივანი "აბსურდულ კომენტარებში" დაადანაშაულა.

დღის ამბები