ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი კიდევ სამ კონტაქტს დაუდასტურდა. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი და ინფიცირებულის ახლო ნათესავია, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
სულ ამ დროისთვის ანაკლიის კარანატინში მძღოლის კლასტერის 27 წევრია, მათ შორის 15 არასრუწლოვანი. მძღოლის კლასტერის ყველა ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.
"პაციენტები არიან ჯერ საკარანტინე სივრცეში კლინიკაში და ემზადებიან კლინიკაში გადასასვლელად. 24 ანალიზი იყო გაგზავნილი. ორი კვლევაშია, დანარჩენის პასუხები უარყოფითია. ახლო ნათესავები არიან ეს ორი. ახლაგაზრდა ქალბატონი და მამაკაცია.
მარნეულში იმყოფებოდა ჩვენი პირველი ავადმყოფი, სადაც ჰქონდა დაუცველი კონტაქტი იქ მყოფ პირებთან,"- აღნიშნა ზუგდიდის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.