27 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ. ხამენეის თქმით, ამერიკელთა ქმედებებმა ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მათ მიმართ, სიძულვილი გამოიწვია.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადში შტატების მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანელი სამხედრო მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ კი თეირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

დღის ამბები