დღეს ე.წ. შავი სამყაროს რამდენიმე ავტორიტეტს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. საქმე ეხება ქურდულ გარჩევებს, ფულის გამოძალვას, ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 13 დაკავებულიდან 9 ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ შორის არიან წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირებიც. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი კანონიერი ქურდებიც.
გამოძიება, იმ ბიზნესმენის ვინაობას, ვის მიმართაც ჩადენილია დანაშული, არ ახმაურებს. სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლიციამ ერთობლივად თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ჩაატარა.
ბიზნესმენისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დიდი რაოდენობით იძულებით დათმობილი თანხის საქმეზე პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან დაახლოვებული პირები გუშინ დააკავა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 13 პირი.
ქურდული სამყაროს წევრობას, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა - ეს არის იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 13 პირს ედავება. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.