უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ბათუმის სპეციალური რეისით 153 ადამიანი დაბრუნდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსის, მიხეილ კოპლატაძის განცხადებით, მგზავრები აეროპორტში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადავლენ.
"აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზებას უწევს საკარანტინო სივრცეების გახსნასა და ოპერირებას.
მივიღეთ 153 ადამიანი ათენიდან, რომლებიც გაივლიან 2 კვირიან სავალდებულო საკარანტინო პირობებს. მგზავრობიდან განთავსებისას ყველა დეტალის გათვალისწინებით, ვირუსის პრევენციისათვის არის ორგანიზებული და გატარებული აბსოლუტურად ყველა ზომა," - აცხადებს მიხეილ კოპლატაძე.