დღეს ნიკოლოზობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შესრულდება, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პატრიარქი აღავლენს, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება.
საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდება.
მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდანის გარდაცვალების დღეა.