11 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები რეგიონის ქვეყნებში კვლავ მატულობს. რუსეთში გასულ დღე-ღამეში ვირუსი 8 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ლეტალობის მაჩვენებელი 3 500-ს აჭარბებს.

4 300-ს გადაცდა გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში. რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც "კოვიდ-19-ს" 81 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის 3 500-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 300-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე რეანიმაციის განყოფილებაში კოვიდინფიცირებულებისთვის მხოლოდ 32 საწოლია თავისუფალი.

ინტენსიურ განყოფილებაში მძიმე პაციენტების კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ევროპაში. პანდემიის ეპიცენტრად კი ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს უახლოვდება. პრევენციის მიზნით, შტატებში შესვლა აიკრძალა ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში მყოფი უცხოელებისთვის.

დღის ამბები