18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შენობა წვიმის შედეგად დაიტბორა - პერსონალი დამხარებას ითხოვს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შენობა დაიტბორა. წყალი შენობაში დაზიანებული სახურავიდან ჩავიდა. პერსონალის განცხადებით, დატბორილი შენობიდან ოპერირება სირთულეებს ქმნის. ისინი იჯარით აღებული შენობიდან ახალ ტერიტორიაზე გადასვლის იმედს გამოთქვამენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო ფუნქციონირების შეზღუდვას არ გამორიცხავენ.

"ყველა გაწვიმებაზე შეიძლება, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება და მისი სერვერი, ადმინისტრაცია ტბაში იდგეს და წყალდიდობაში უწევდეს საქმიანობა?!

ჯანდაცვის სამინისტრო და დაწესებულება უკვე ორი წელია ვითხოვთ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ მფლობელი კომპანია კატეგორიულად ითხოვს ამ ფართის დაცლას.

ახალი შენობის გამოყოფა უახლოეს დღეებში პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციური საავადმყოფოს ამ პირობებში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება," - განაცხადა შიდსის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები