ფოთში მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება და აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. აგრეთვე, იკრძალება ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა. სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩაუტარდება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა წესისა და რეკომენდაციის სრული დაცვით განხორციელდება.
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.